„Kłamstwo, panie Mrożek!” – kolejna recenzja „Policji”

2 komentarze

"Znowu nas podsłuchują!" – niedawno zawiadomiła nas jakaś agencja. W artykule była mowa o tym, ze daleko nam jeszcze do oczekiwanego ustanowienia sprawiedliwości, i przedstawiciele telefonii komórkowej przyznali się, że nasze rozmowy przez telefon są na podsłuchu. Policja polityczna i system, który trzeba zburzyć wciąż jeszcze trwają. Wszyscy trwamy w złudzeniach, a tymczasem znowu wszystko zależy od politycznych decyzji i choć żelazna kurtyna zniknęła w 1991 roku i staliśmy się niezależnym, wolnym krajem, nie możemy się wciąż pozbyć sowieckich praw a nawet mentalności. W naszych czasach być może bardziej niż kiedykolwiek aktualna jest fraza „niech żyje władza! Jej wysokość władza, która góruje nad wszystkim i nad wszystkimi!”

„Kim był Sandro Ahmeteli? Dlaczego teatrowi nadano jego imię? – spytał polski reżyser Dariusz Jezierski w pierwszym dniu jego pobytu w Tbilisi. Własnie on zrealizował inscenizację słynnej sztuki Sławomira Mrożka „Policja” w teatrze Ahmeteli. Krótko wyjaśniłam, że Ahmeteli, jeden z reformatorów gruzińskiego teatru, padł ofiarą stalinowskich represji i w 1937 roku rozstrzelano go jako wroga narodu. „Jakie to symboliczne” powiedział Jezierski. Rzeczywiście, bardzo symboliczne. Ta sztuka mówi o likwidacji tego samego systemu, który z cenę takich samych ofiar i podobnego bólu, obalili Polacy.

„Policja” to jedna z bardziej znanych sztuk Mrożka, prowokacyjny dramat, polityczna satyra, która wkrótce po opublikowaniu w 1958 roku bardzo wpłynęła najpierw na świadomość socjalistycznego społeczeństwa Polski, a następnie na już na aktywność społeczeństwa obywatelskiego.

W pewien piękny dzień najstarszy, najbardziej znany więzień polityczny w kraju postanawia podpisać „lojalkę”. Ostatni więzień opuszcza zatem więzienie… I cóż zdarza się wtedy w kraju, w którym nie pozostał ani jeden polityczny więzień, polityczny przeciwnik? System zaczyna się rozpadać…

Spektakl w Teatrze Ahmeteli Dariusz Jezierski zaczyna jeszcze przed wejściem aktorów na scenę: studentki szkoły aktorskiej z przeszywającym spojrzeniem policjanta rozdają widzom karteczki z napisem „niech żyje władza!”. „Zapamiętajcie ten tekst! – mówią mentorskim, czasem władczym tonem.

Jezierski lubi eksperymenty i w zasadzie ciągle szuka nowych form teatralnej ekspresji. To właśnie przywiodło go do Gruzji, gdzie spędził miesiąc. Premiera, wyznaczona początkowo na 30 listopada została przeniesiona ze względu na bardzo smutne wydarzenie – śmierć dyrektora artystycznego Tamaza Goladze, człowieka który dla Teatru Ahmeteli zrobił bardzo wiele i z ogromnym zainteresowaniem oczekiwał premiery polskiego reżysera.

Spektakl Dariusza Jezierskiego grany jest w zasadzie bez dekoracji. Na scenie zamontowano jedynie 3 systemy oświetlenia, stoi stół z krzesłem. Muzyka pojawia się bardzo rzadko. Rozbrzmiewają tylko dialogi. Tragizm Mrożka z domieszką ironii. Więzień, który obserwując świat przez więzienny lufcik wymienia spojrzenia z widzami…

Zaczyna się pierwszy dialog. Ostatni więzień, w którego rolę wcielił się Kaha Jokhadze, porzuca więzienną celę…

Aktor Akaki Khidasheli stworzył groteskową, bardzo różnorodną i przez to interesującą postać – ironicznego naczelnika policji. Z genialnej sztuki Sławomira Mrożka Khidaheli wyłuskał właśnie takiego bohatera – aktualnego, zawsze dostosowanego do dowolnej epoki, na wskroś współczesnego, satyrycznego i w tym samym momencie zadziwiająco smutnego, czasem cynicznego – jakiego w 1958 roku zapewne wyobrażał sobie Mrożek.

Ogromnie interesujący typ sceniczny stworzył znakomity aktor Nugzar Kurashvili. Jego generał jest śmieszny i indyferentny, ale okazuje się mądrym i przenikliwym, kiedy sytuacja tego wymaga. Do wszystkich bohaterów odnosi się zupełnie inaczej. Jest to bardzo znaczące w kontekście do nieadekwatności i głębokiej groteskowości naczelnika policji (Akaki Khidasheli), bezgranicznego cynizmu najpierw więźnia a potem adiutanta (Kaha Jokhadze) i zdumiewającego przeistoczenia od sierżanta policji do więźnia młodego aktora (George Chumburidze) i tworzy na scenie tragiczną równowagę. Wszyscy oni poprzez cechy własnej osobowości a także charakter ukształtowany przez czasy, w których żyją, stają się częścią systemu, który nazwać można polityczną dyktaturą, i którego zniszczenie, jak wszystkich innych pokracznych systemów, jest koniecznością.

Do spektaklu stworzonego przez siebie w Teatrze Ahmeteli, Dariusz Jezierski dodał jedną postać sceniczną. Bohaterka zagrana przez Tatię Tatarashvili obserwuje wszystko, co dzieje się na scenie. Niczego nie mówi, ale wszystko widzi. Jest wszędzie. Jej oczy i wyraz twarzy cały czas mówią, że właśnie ona może wszystko. Kim jest? Władzą. A dlaczego w krótkiej spódniczce? Dlatego, żebyśmy wszyscy mogli zajrzeć władzy pod tę jej krótką spódniczkę – tłumaczy reżyser.

Tatia - PolicjaWładza tylko raz, w samym końcu spektaklu, wypowiada słowa. Kiedy rozlega się bojowy okrzyk przeżywającego euforię zwycięstwa bohatera (George Chumburidze), strzelając mu w głowę wykrzykuje „Kłamstwo, panie Mrożek! Kłamstwo!” Dariusz Jezierski twierdzi, że w ostatnim przesłaniu sztuki, kiedy bohater krzyczy „niech żyje wolność!” Mrożek pomylił się licząc na to, że kiedy skończy się komunistyczna dyktatura, policyjny system polityczny nikogo już więcej nie dotknie.

„Życzę wam pokoju. Bo pokój jest ważniejszy od wszystkiego. Całkiem niedawno przeżyliście już wojnę. Polacy bardzo was popierali” – powiedział mi Dariusz Jezierski i przypomniał mi przerażający dla mnie sierpień 2008 roku, kiedy Rosja okupowała nasze terytorium. Po scenie, w której Władza strzałem w głowę zabija bohatera granego przez Chumburidze, przypomniałam sobie znajdujące się 18 km od Tbilisi Soganługskoje Pole, gdzie najokrutniejszy z możliwych system władzy, wystrzelił śmiertelną kulę w genialnego gruzińskiego reżysera Sandro Ahmeteli…

Lela Arabidze georgiantheatre.ge

Oryginalny tekst: http://georgiantheatre.ge/271-tyuilia-batono-mrozhek.html#

Georgian version:

ისევ გვისმენენო, გვამცნო  ცოტა ხნის წინ რომელიღაც საინფორმაციო სააგენტომ. სტატიაში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ აგრერიგად  ნანატრი სამართლიანობის აღდგენამდე ჯერ ისევ შორია და მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების წარმომადგენლებმაც აღიარეს, რომ ჩვენი საუბრები ტელეფონით კვლავ ისმინება…
პოლიტიკური პოლიცია – სისტემა, რომელიც დასანგრევია, კიდევ არ დანგრეულა და ისევ მითებში ვცხოვრობთ, ყველაფერი ისევ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკავშირდება და მიუხედავად იმისა, რომ რკინის ფარდა 1991 წელს დაეშვა და მას შემდეგ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა ვართ, საბჭოთა კანონებსა და მენტალიტეტსაც კი, თავი ვერ დავაღწიეთ. ახლაც, ამ დროშიც, ალბათ ისე როგორც არასოდეს, აქტუალურია ფრაზა – გაუმარჯოს ძალაუფლებას, მის აღმატებულება ძალაუფლებას, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას.
ვინ იყო სანდრო ახმეტელი? რატომ ატარებს ეს თეატრი მის სახელს? – მკითხა პოლონელმა რეჟისორმა დარიუშ ეზერსკიმ თბილისში ჩამოსვლის პირველსავე დღეს. სლავომირ მროჟეკის ცნობილი პიესა "პოლიცია" ახმეტელის თეატრში სწორედ მან  განახორციელა.რეჟისორს მოკლედ ავუხსენი, რომ ახმეტელი, ქართული თეატრის ერთ-ერთი რეფორმატორი, 1937 წელს სტალინურმა რეპრესიებმა იმსხვერპლა და დახვრიტეს  როგორც სამშობლოს მტერი. "როგორი სიმბოლურია", – თქვა დარიუშმა. მართლაც ძალიან სიმბოლურია. ეს პიესაც ხომ სისტემის ნგრევაზეა, იმ სისტემის, რომელიც ასეთი მსხვერპლის, ტკივილის, ტანჯვის ფასად დაანგრიეს თავად პოლონელებმა.
"პოლიცია" სლავომირ მროჟეკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა, პროვოკაციული დრამა, პოლიტიკური სატირა, რომელმაც გამოქვეყნებისთანავე (1958 წელი) ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჯერ  სოციალისტური პოლონეთის საზოგადოების ცნობიერებაზე, შემდეგ კი სამოქალაქო საზოგადოების აქტივობაზე. ქვეყანაში ყველაზე ძველი, ყველაზე ცნობილი პოლიტიკური პატიმარი, ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს ხელი მოაწეროს აღიარებით ჩვენებას. უკანასკნელი პატიმარი ტოვებს საპყრობილეს და რა  ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური მოწინააღმდეგე აღარ რჩება? სისტემა ლპობას იწყებს . . . 
მაგრამ დარიუშ ეზერსკი სპექტაკლს, ახმეტელის თეატრში, სცენაზე მსახიობების გამოსვლამდე იწყებს: სტუდენტი გოგონები, პოლიციელის ხისტი მზერით და ფურცლებით ხელში, რომლებზეც წერია  "გაუმარჯოს ძალაუფლებას", მაყურებელს ფურცელს აწვდიან – "დაიმახსოვრეთ ტექსტი", – ამბობენ ისინი მენტორული, ძალაუფლებისმოყვარე ტონით.
ეზერსკი პოლონეთში ცნობილი რეჟისორია. დადგმული აქვს 40-ზე მეტი სპექტაკლი, არა მარტო პოლონეთში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. უყვარს ექსპერიმეტები და ახალი სათეატრო ფორმის ძიებაშია, რამაც  საქართველოში ჩამოიყვანა. ახმეტელის თეატრის მოწვევით მან საქართველოში ერთი თვე დაჰყო.
30 ნოემბერს დანიშნული პრემიერა მოულოდნელი და სამწუხარო ამბავის გამო გადაიდო – გარდაიცვალა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ გოლაძე –  ადამიანი, რომელმაც ახმეტელის თეატრისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და პოლონელი რეჟისორის მიერ განხორციელებულ პრემიერას დიდი ინეტერსით ელოდა…
დარიუშ ეზერსკის სპექტაკლი უდეკორაციო გარემოში თამაშდება. სცენაზე მხოლოდ განათების სამი  სისტემაა დამონტაჟებული. დგას მაგიდა და სკამი. მუსიკა იშვიათად ისმის.  მხოლოდ დიალოგი, მროჟეკის იუმორნარევი ტრაგიზმი, პატიმარი, რომელიც ციხის სარკმლიდან დანახული სამყაროს შემყურე შეხედულებებს იცვლის და აი, პირველი დიალოგიც იწყება, კახა ჯოხაძე- უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი ტოვებს ციხის საკანს…
გროტესკული, უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი პერსონაჟი შექმნა მსახიობმა აკაკი ხიდაშელმა, ირონიულია მისი  პოლიციის უფროსი. ხიდაშელმა მროჟეკის გენიალური პიესისგან სწორედ ისეთი გმირი გამოძერწა, ისეთი აქტუალური, ყველა დროს მორგებული, თანამედროვე, თან სატირული, თან საოცრად სევდანარევი და ცინიკური, როგორსაც ალბათ მროჟეკი ხატავდა 1958 წელს. 
არაჩვეულებრივად საინტერესო, განსხვავებულ  სახეს ქმნის ახმეტელის თეატრის გამორჩეული მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი. მისი გენერალი – სასაცილო, ინდიფერენტული გენერალი, როცა სიტუაციას ჭირდება ჭკვიანიც რომ ხდება და ზომიერიც, სრულიად უგერგილო დამოკიდებულებაშია ყველა პერსონაჟთან და სწორედ მისი  დამოკიდებულება, არაადეკვატურობა, პოლიციის უფროსის ღრმა გროტესკულობა, ჯერ პატიმრის, შემდეგ ადიუტანტის (კახა ჯოხაძე) ზღვარგადასული ცინიზმი და ახალგაზრდა მსახიობის – გიორგი ჭუმბურიძის საოცარი გარდასახვა პოლიციის სერჟანტობიდან პატიმრობამდე ქმნის ტრაგიკულ სიმშვიდეს სცენაზე. ისინი ყველანი თავისი თვისებებით, მათთვის დამახასიათებელი თუ დროის შესატყვისად მიღებული უცნაური თავისებურებებით  ნაწილნი არიან სისტემის, რომელსაც პოლიტიკური პოლიცია ქვია და რომლის ნგრევაც, ისევე როგორც ყველა მახინჯი სისტემის ქვეყანაზე, უაღრესად რთულია.
ახმეტელის თეატრში განხორციელებულ სპექტაკლში დარიუშ ეზერსკიმ პერსონაჟი დაამატა. თათია თათარაშვილის გმირი სცენაზე ყველაფერს აკვირდება. არაფერს ამბობს, მაგრამ ყველაფერს ხედავს. ის ყველგანაა. მისი თვალები და გამომეტყველება მოწმობს, რომ მას ყველაფრის გადაწყვეტილება ძალუძს. ვინ არის ის? ხელისუფლება. რატომ მოკლე კაბით? იმიტომ რომ მთავრობას ყოველთვის ჭუჭრუტანიდან უნდა ვუყუროთო, ამბობს დარიუშ ეზერსკი. 
ხელისუფლება ხმას მხოლოდ ერთხელ იღებს, სპექტაკლის ბოლოს, როდესაც გიორგი ჭუმბურიძის  გამარჯვების ეიფოორიით შეპყრობილი გმირი ყიჟინას დასცემს. მთავრობა მას ტყვიას ესვრის. "ტყუილია, ბატონო მროჟეკ, ტყუილი!" – ყვირის თათია თათარაშვილის პერსონაჟი. დარიუშ ეზერსკი ამბობს, რომ პიესის მთავარ სათქმელში, როდესაც მთავარი გმირი ამბობს : "დაე იყოს მშვიდობა", მროჟეკი შეცდა, რადგანაც ეგონა, როცა კომუნიზმი და დიქტატურა  დასრულდებოდა პოლიცია -პოლიტიკური სისტემა აღარავის ენდომებოდა, მაგრამ…
"დაე იყოს მშვიდობა, მშვიდობა, რომელიც ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია.  თქვენ ხომ ახლახან გამოიარეთ ომი. ჩვენი ხალხი ძალიან გედგათ გვერდში", – მითხრა დარიუშმა და 2008 წლის საშინელი აგვისტო გამახსენა, როდესაც რუსეთის იმპერიამ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა,  სპექტაკლის ნახვის შემდეგ, როდესაც ჭუმბურიძის გმირს ძალაუფლება ესვრის, თბილისიდან 18-ე  კილომეტრზე მდებარე სოღალუღის მინდორი მომაგონდა, მინდორი, სადაც სწორედ ძალაუფლების ყველაზე სასტიკმა სისტემამ, 1937 წელს, გენიალურ ქართველ რეჟისორს,  სანდრო ახმეტელს სასიკვდილო ტყვია ესროლა . . . 

ტყუილია, ბატონო მროჟეკ!

– See more at: http://georgiantheatre.ge/271-tyuilia-batono-mrozhek.html#sthash.FpAvm2wc.dpuf

2 Comments on "„Kłamstwo, panie Mrożek!” – kolejna recenzja „Policji”"

  1. http://wyborcza.pl/1,75477,15406332,Rosja_przesunela_granice_w_glab_Gruzji__NATO_krytykuje.html

    Biedna ta Gruzja. Charakterny to naród, piękny i barwny. Z cudownym folklorem i romantyczną historią. Trudna też ich droga do niepodległości. Mentalnie powinni być nam bliscy. I są, czemu wyraz dał Pan Darek swoim orygialnym i śmiałym projektem.

  2. Poszukiwacz Śmieci, | 9 lutego 2014 at 9:03 am | Odpowiedz

    Mrożek SSAczolubnych…

    przepisano z facebooka..
    Opis Ustawa o obcej Policji w Polsce została zaakceptowana. Ustawę poparło 286 posłow a 140było przeciw. Już raz próbowaliśmy walczyć z tą ustawą ale nam się nie udało. A więc pokażmy rządowi, że to naród ma siłę a nie rząd i obca policja w Polsce. W naszej sytuacji w zupełności nie potrzebujemy takich osób.
    Powiedział to jeden poseł: „Rząd wyraźnie boi się imprez masowych i demokratycznych zgromadzeń publicznych. Boi się Polaków i gotowy jest dla utrzymania się przy władzy sprowadzać do Polski obce siły i rezygnować z suwerenności państwa”
    Nie pozwolimy sobą pomiatać! To jest nasze państwo! Pokażmy, że nie chcemy obcej policji! Walczmy o swoje!

    http://niezalezna.pl/50477-obce-sluzby-na-polskich-ulicach-sejm-przeglosowal-ustawe-o-bratniej-pomocy

Leave a comment

Your email address will not be published.

*